ბაშარ ასადის წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად მოსკოვს ეწვივნენ

ბაშარ ასადის წარმომადგენლები მოსალაპარაკებლად მოსკოვს ეწვივნენ

დღეს დილით მოსკოვს სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის წარმომადგენლები  ეწვივნენ.

სირიის დელეგაციას სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ფეისალ მიქდადი ხელმძღვანელობს.

გაერო და არაბული სახელმწიფოების ლიგა სირიაში კონფლიქტის დარეგულირებას  ვერ ახერხებს. ორი დღის წინ გაეროს და ლიგის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლახდარ ბრაჰიმმა პირდად გამართა შეხვედრა ბაშარ ასადთან და მას თავისი გეგმა გადასცა. გეგმის მიხედვით, სირიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს და ასადმა ნებაყოფლობით და მშვიდობიანად გადააბაროს ხელისუფლება სირიის ოპოზიციურ კოალიციას.

რუსული მედიის ინფორმაციით,ასადის რეჟიმი სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებს, ოფიციალურ რუსეთთან მოლაპარაკებებს გამართავს.