კახა კალაძის მფლობელობაშია...

კახა კალაძის მფლობელობაშია...

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ეკონომიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, კახა კალაძის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, კახა კალაძე  ჭავავაძის გამზირზე 360 კვადრატული მეტრის ფართობის ბინას, აგრეთვე, სამტრედიაში 410 კვადრატული მეტრის ფართის საცხოვრებელ სახლს ფლობს.

მისივე მფლობელობაში ირიცხება დაბა წყნეთში არსებული 329.62 კვადრატული მეტრის საცხოვრებელი სახლი და ასევე,  წყნეთში, 188.45 კვარდატული მეტრის ფართობის სახლი. კალაძის მფლობელობაშია თბილისში, ბურძგლას ქუჩაზე მდებარე ბინა, 396 კვადრატული მეტრის ფართობის.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, კალაძე საქართველოში 7 მიწის ნაკვეთს ფლობს,  ერთს კი კიევში. ასევე,  2 ბინას უკრაინაში, 220 და 250 კვადრატული მეტრის ფართობებს.

კალაძის საკუთრებაშია, თბილისში ორი არასაცხოვრებელი ფართი და ერთი ავტოფარეხი. 

კალაძე ფლობს 15 სხვადასხვა მარკის ავტომანქანას და ორ მოტოსატრანსპორტო საშუალებას. მისივე მფლობელობაში ირიცხება ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის 6 ფერწერული ტილო. ასვეე,  „კალა დეველოპმენტის“ აქციებს. არის „kala capital limited“ - ის და ორი სხვა კომპანიის აქციონერი.

რაც შეეხება ანაბრებს. კალაძის მფლობელობაშია:  70107ლარი და 99937.11 დოლარი „პროგრეს ბანკში“, 824.80 და 9735.27 დოლარი ბანკ „ქართუში“, 960.45 დოლარი „პროკრედიტ ბანკში“, 4500000 ევრო და 2500000 დოლარი ბანკ „ინტეზა სან პაოლო“-ში. ასევე, 75000 ევროს საკრედიტო ბარათი „საქართველოს ბანკში“, 1300000 დოლარი და 1750000 ევრო „ბანკ ფინანსურ ინიციატივაში“.

კახა კალაძის მეუღლის, ანა არეშიძის საკუთრებაში კი 100000 ლარი ხოლო კალაძის ვაჟის კახა კალაძისსახელზე 30000 ლარი ირიცხება.