რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის რეკონსტრუქციას შპს „ვერნიცკი & კომპანი

რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის რეკონსტრუქციას შპს „ვერნიცკი & კომპანი" განახორციელებს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე პარლამენტის შენობის რეკონსტრუქციას შპს „ვერნიცკი & კომპანი" განახორციელებს.

კონკურენციისა და შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, შესაბამის კონკურსში  გამარჯვებულად სწორედ აღნიშნული კომპანია გამოცხადდა.

საქართველოს პარლამენტის საკონკურსო  კომისიის მიერ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე კონკურსი 2012 წლის 12 დეკემბერს გამოცხადდა.

„#649 კონკურსში შპს „ვერნიცკი & კომპანის" მიერ წარმოდგენილი საკონკურსო წინადადება შეესაბამება საკონკურსო განცხადებაში მოცემულ მოთხოვნებს და შპს „ვერნიცკი & კომპანი" გამოცხადდა გამარჯვებულად" - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსისა და საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილის ზურაბ მარაქველიძის წერილში, რომელიც მან აღნიშნულ კომპანიას გაუგზავნა.

ამასთან, პარლამენტის შენობის რეკონსტურქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.