პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს შორის, ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს გურიის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე მყოფ არასრულწლოვან და ახალგაზრდა პირობით მსჯავრდებულთა საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობას.

ხელმოწერილი დოკუმენტის საფუძველზე,გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის წარმომადგენლები, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ასაკისა და საჭიროებების მიხედვით გამოვლენილ პირობით მსჯავრდებულებს სხვადასხვა სახის დახმარებას გაუწევენ. ორგანიზაცია იმუშავებს პრობაციონერთა დასაქმების, პროფესიული გადამზადებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კუთხით. პროექტი, სოციალურად დაუცველი პირობით მსჯავრდებულებისთვის, ბიზნესის განვითარებისთვის, მიკროგრანტების გაცემასაც ითვალისწინებს.

პრობაციის ეროვნული სააგენტო, პრობაციონერთა რესოციალიზაციის პროექტების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურად თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან.