ქართველი მეზღვაურები უკვე სამშობლოში იმყოფებიან

ქართველი მეზღვაურები უკვე სამშობლოში იმყოფებიან

ტანკერ „მარია დელ კარმენ 2“-ის ეკიპაჟის ქართველი წევრები უკვე საქართველოში იმყოფებიან.

სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მეზღვაურებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც გემთმფლობელმა კომპანიამ მათ 2 თვის ხელფასი პირად ანგარიშებზე  ჩაურიცხა.

მეზღვაურები  რამდენიმე თვე პანამის არხთან იმყოფებოდნენ და გემის გაუმართაობის გამო, პანამის პორტში შესვლა ვერ მოახერხეს.

გემის ნიგერიელმა მფლობელმა ტანკერი მიატოვა და ეკიპაჟის 16 წევრი, რომელთაგანაც 4 ნიგერიელი და 12 ქართველი იყო ანაზღაურების გარეშე დატოვა.

დავალიანება 90 ათას დოლარს აჭარბებდა, თუმცა,  გემთმფლობელმა მხოლოდ 70 ათასი აანაზღაურა.