მამუკა ახვლედიანი: მგონია, რომ ჩემი დაკითხვა დაგვიანებულია

მამუკა ახვლედიანი: მგონია, რომ ჩემი დაკითხვა დაგვიანებულია

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მისი დაკითხვა დაგვიანებულია და ის უფრო ადრე უნდა დაკითხულიყო.

ამის შესახებ მამუკა ახვლედიანმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაკითხვაზე მისვლისას, ჟურნალისტებს განუცხადა.

„დაკითხვაზე ჩემი დაბარება სწორედ რიყის თემას უკავშირდება. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, მე მრავალგზის განვაცხადე, რომ დაკითხვასთან საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, პირიქით, მგონია, რომ ჩემი დაკითხვა დაგვიანებულია და უფრო ადრე უნდა მომხდარიყო, ვიდრე სხვა თანამდებობების პირებს დაკითხავდნენ" - განაცხადა ახვლედიანმა და დასძინა, რომ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელი და პირადი ინტერესები იკვეთება.