მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაიბარეს.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, მამუკა ახვლედიანს დაკითხვაზე რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე იბარებენ.

საგამოძიებო სამსახურში რიყის საქმეზე რამდენიმე პირი უკვე დაკითხეს, მათ შორის -  ყოფილი პრემიერი ნიკა გილაური, არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელი და მერიის ადმინისტრაციის უფროსი.