ივანიშვილი: გაზის ტარიფებთან დაკავშირებით, რეზერვები საქართველოში უნდა მოიძებნოს

ივანიშვილი: გაზის ტარიფებთან დაკავშირებით, რეზერვები საქართველოში უნდა მოიძებნოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ გაზის ტარიფებთან დაკავშირებით რეზერვები საქართველოში უნდა მოიძებნოს. ამის შესახებ ივანიშვილმა აზერბაიჯანში ვიზიტის დროს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

„130 დოლარად თავისსავე ქვეყანაში იყიდება გაზი, 145 დოლარად ვყიდულობთ ჩვენ, რისთვისაც რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გადავუხდი. მე როდესაც ოპოზიციაში ვიყავი, მაშინაც გამოვთქვამდი მადლობებს ამ მხრივ აზერბაიჯანის სახელმწიფოს მიმართ. გაზის ტარიფებთან დაკავშირებით უნდა მოვძებნოთ რეზერვები შიგნით. არსებობს რეზერვები, შეიძლება არც ძალიან დიდი, მაგრამ შიგნითვე უნდა განვაგრძოთ ძიება რეზერვების" - აღნიშნა პრემიერ მინისტრმა.
მისივე თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, შეხვედრაზე ტარიფების დაკლებასთან დაკავშირებით შეკითხვები აღარ დაუსვამს.