გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს

გუდაური-კობის მონაკვეთზე შეზღუდვები მოქმედებს

საავტომობილო დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო, ამ დროისთვის შეზღუდვა მხოლოდ საქართველოს საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მოქმედებს. საავტომობილო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ ვახტანგაშვილის განცხადებით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსვალეთ საქართველოში გადაადგილების კუთხით ყველგან ნორმალური მდგომარეობაა და შესაბამისად, ყველა სახის ტრანსპორტისთვის გადაადგილება თავისუფალია, გარდა გუდაური-კობის მონაკვეთისა.

„აქ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია“,- განმარტა ვახტანგაშვილმა.

მისივე თქმით, გუდაური-კობის მონაკვეთზე გუშინ არსებული ზვავსაშიშროება ამ დროისთვის მოხსნილია.

„ზვავსაშიშროება აღარ არსებობს. ის გუშინ მოიხსნა და საღამოდან აღნიშნულ მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის, ასევე ავტობუსების გარდა სხვა ყველა სახის ტრანსპორტს მივეცით გადაადგილების საშუალება“, - განაცხადა ვახტანგაშვილმა.