პრეზიდენტი ყაზახეთში მომხდარი ავტოკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

პრეზიდენტი ყაზახეთში მომხდარი ავტოკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყაზახეთში მომხდარი ავტოკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ძალიან ვწუხვარ ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო, რომელსაც 27 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. გულწრფელად თანავუგრძნობ და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. მინდა, თითოეულ მათგანს ვუთხრა, რომ მთელი გულით ვიზიარებ მათ განუზომელ მწუხარებას“ - აცხადებს პრეზიდენტი.