ინფორმაცია მოსალოდნელი ძლიერი მიწისძვრის  თაობაზე  სიცრუეა

ინფორმაცია მოსალოდნელი ძლიერი მიწისძვრის თაობაზე სიცრუეა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის მტკიცებით, გავრცელებული ინფორმაცია  ძლიერი მიწისძვრის მოხდენის თაობაზე  სიცრუეს წარმოადგენს.

მათივე ინფორმაციით,  ყველა ძლიერ მიწისძვრას გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თან სდევს განმეორებითი ბიძგები.

ეს წარმოადგენს ბუნებრივ პროცესს და ხალხში პანიკის გაჩენას არ უნდა ედოს საფუძვლად.

„მსოფლიოში არ არსებობს მიწისძვრის პროგნოზირების პრეცენდენტი. შესაბამისად გავრცელებული ინფორმაცია მოსალოდნელი მიწისძვრის შესახებ ყველანაირ მეცნიერულ საფუძველს მოკლებულია“,-ნათქვამია სეისმური მონიტორინგის ცენტრის განცხადებაში.