„დემოკრატიული მოძრაობა“ ყაზახეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

„დემოკრატიული მოძრაობა“ ყაზახეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

„დემოკრატიული მოძრაობა“ ყაზახეთში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ყაზახეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სასაზღვრო სამსახურის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის მიერ განცდილი კატასტროფის გამო, რის შედეგადაც არსებული მონაცემებით ეკიპაჟის 7 წევრი და 20 სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა, მათ შორის სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი პოლკოვნიკი ტურგანბეკ სტამბეკოვი. „დემოკრატიული მოძრაობა“ სამძიმარს უცხადებს ყაზახ ხალხს და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“ - აცხადებენ პარტიაში.