ამერიკაში წინასაახალწლო ფასდაკლება ჩავარდა

ამერიკაში წინასაახალწლო ფასდაკლება ჩავარდა

ამერიკელი ანალიტიკოსების განცხადებით, ეს გახლავთ ყველაზე ცუდი წინასაშობაო ვაჭრობა ამერიკის საცალო ქსელისთვის.

კონსალტინგური კომპანიის  Customer Growth Partners -ის ინფორმაციით, გაყიდვები, გასულ წელთან შედარებით, მხოლოდ 2,8 %-ით გაიზარდა, მაშინ როდესაც 2011 წლის მაჩვენებელმა 2010 წელთან შედარებით, 8,5%-ი დააფიქსირა. საგულისხმოა, რომ კონსალტინგურმა კომპანიამ ეს მაჩვენებლები არა სახელმწიფოსგან, არამედ რითეილებისა და ინტერნეტ-მაღაზიებისგან მიიღო.

 

MasterCard-ის ინფორმაციით, მიუხედავად იმის, რომ მაღაზიები მომხმარებელს 75-80%-იან ფასდაკლებებს სთავაზობენ, საქონელი მაინც ვერ იყიდება.

„ეს იყო რთული წინასადღესასწაულო პერიოდი. ადამიანებს  არ ჰქონდათ რაიმეს შესაძენად განწყობა“,-აცხადებს Ascena Retail Group-ის დირექტორი დევიდ ჯაფე.

წინასაახალწლო ფასდაკლებით ვაჭრობა ამერიკასა და ევროპაშო ყოველის წლის 25-27 დეკემბერს იმართება.