დავით ნარმანია რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

დავით ნარმანია რიჩარდ ნორლანდს შეხვდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დღეს აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რიჩარდ ნორლანდს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. მხარეებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომლებსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აშშ-ს მხარდაჭერით ახორციელებს. ყურადღება, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის განხორციელებაზე გამახვილდა. ელჩმა გამოთქვა სურვილი და მზაობა მომავალი თანამშრომლობისთვის.

დავით ნარმანიამ რიჩარდ ნორლანდს მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მუშაობა პროექტების ხარისხის ამაღლებისა და მათი ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით მიმდინარეობს.