გამოცემამ 2012 წლის ადამიანად დედოფალ ელიზაბეტ II-ე დაასახელა.
„ის არასოდეს ,სახელმწიფოს სათავეში 60 წლის ყოფნის მანძილზე არ ყოფილა ისეთი ბრწყინვალე, როგორც 2012 წლის განმავლობაში“,-წერს გამოცემა.
დედოფლის მთავარ წარმატებად წელს მისი საზაფხულო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება, დაუნინგ-სტრიტზე სამთავრობო დაწესებულების სტუმრობა და ბრიტანელებისთვის 3D-ს ფორმატში საშობაო მიმართვა მიიჩნევა.
ელიზაბეტ II-ე ტახტზე 1952 წლის 6 თებერვალს, მამის გეორგ VI-ის გარდაცვალების შემდეგ ავიდა.
გასულ წელს გამოცემამ წლის ადამიანად ბრიტანეთისგან შოტლანდიის გამოყოფის ინიციატორი, შოტლანიდიის რეგიონალური მთავრობის მინისტრი ალექს სელმონდი დაასახელა.
ერთი კვირის წინ ამერიკულმა Time-მმა წლის ადამიანად პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაასახელა, რომელიც მეორედ გახდა ამერიკის პრეზიდენტი.