გერმანიის ეკონომიკის მინისტრის ფილიპ რიოსლერის გეგმით, უმჯობესი იქნება გერმანიამ სახელმწიფო წილი დათმოს მსხვილი კომპანიებში და ამით მათ პრივატიზირების საშუალება მისცეს.
ეკონომიკის მინისტრის გეგმა ხელში ჩაუვარდა გერმანულ გამოცემა Die Welt-ს, მართალია რიოსლერმა ეს იდეა მეორე გერმანულ გამოცემა Wirtschaftswoch-თან დაადასტურა, თუმცა გეგმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.
გეგმაში საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფომ წილები უნდა გამოისყიდოს მსხვილი კომპანიებიდან, რათა უკვე 2016 წლისთვის ბიუჯეტის დარეგულირება მოახერხოს.
გერმანიის სახელმწიფო ბანკ KfW -ში 16,9% -ს ფლობს ტელეკომპანია Deutsche Telekom-ში 16,8%-ს. სარკინიგზო კომპანია Deutsche Bahn-ში სახელმწიფო 100%-იანი წილის მფლობელია.გერმანიის სახელმწიფო წილებს ფლობს აგრეთვე საფოსტო კომპანია Deutsche Post-ში, ბერლინ-შიონფილდის, სიოკნ-ბონის და მიუნხენის აეროპორტებში და უძრავი ქონების სააგენტო TLG Immobilien-ში.