დავით სერგეენკო: 2013 წელს  პენსიები  ეტაპობრივად გაიზრდება

დავით სერგეენკო: 2013 წელს პენსიები ეტაპობრივად გაიზრდება

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მომავალი წლის ბიუჯეტი განიხილა.

სერგეენკოს განცხადებით, სოციალური დახმარებები და სხვადასხვა ტიპის პენსიები 2013 წელს ეტაპობრივად გაიზრდება.

მისი თქმით, 2013 წლის 1 აპირილიდან 67-წლამდე ასაკის პენსიონერების პენსია 110-ლარიდან გაიზრდება 125-ლარამდე და გაუთანაბრდება 67 წელს ზემოთ პენსიონერთა პენსიებს, 1 სექტემბრიდან კი, ასაკით პენსიონერთა პენსიები 150 ლარამდე გაიზრდება.

1 აპრილიდანვე გაიზრდება პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსია და  100 ლარის ნაცვლად 125 ლარი იქნება.

2013 წლის 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისთვის, ვისაც სოციალური დახმარების ქულა 57 ათასზე ნაკლები აქვს, ოჯახის პირველ წევრზე გაიცემა 30-ის ნაცვლად 60 ლარი,  ხოლო მომდევნო წევრებზე არსებული 24-ლარის მაგივრად 48 ლარი.

2013 წლის 1 სექტემბრიდან პირველი ჯგუფის ინვალიდების პენსიაც გაიზრდება 150 ლარამდე. 30 ლარით მაღალ პენსიას მირებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და მეორე ჯგუფის ინვლიდები და მათი პენსია 100 ლარი იქნება. მარჩენალდაკარგულებისა და რეპრესირებულების პენსია კი, გაიზრდება 55-დან 100 ლარამდე.

2013 წლის 1 აპირილიდან ძალოვანი სტრუქტურების პენსიონერებისთვის და სამოქალაქო ავიაციის მომსახურეთა სახელმწიფო კოომპენსაციების რაოდენობა გადაანგარიშდება, რისთვისაც ბიუჯეტში 19 მილიონი ლარია გამოყოფილი.

რაც შეეხება,  სამსახურეობრივი მოვალეობის დროს მიღებული დაზიანებების გამო დანიშნულ პენსიას,  ეს პენსია 2007 წლამდე გაიცემოდა, 2013 წლიდან კი, ამ პენსიის რაოდენობას და გაცემის წესს საქართველოს მთავრობა დაადგენს.