მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ევროპის ტელეკომუნიკაციების აქტივებში ჩადებული მილიარდები დაკარგა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა ევროპის ტელეკომუნიკაციების აქტივებში ჩადებული მილიარდები დაკარგა

  Financial Time-ის ინფორმაციით, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა კარლოს სლიმმა  ევროპის ტელეკომუნიკაციების აქტივებში ჩადენებული 2 მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა.

ლათინური ამერიკის ერთ-ერთმა მსხვილმა კომპანიამ America Móvil-მა, რომელიც ბიზნესმენის ოჯახის საკუთრებაა,ჰოლანდიური KPN-ის  აქციების  23%-ი  და ავსტრიული Telekom Austria-ის 28%-ი შეიძინა.

აქციების შეძენისას სლიმმა 4 მილიარდი ევრო გადაიხადა.

აქციების შეძენიდან ერთ თვეში KPN-ის  აქციების  ღირებულება 46%-ით, Telekom Austria-ის აქციების ღირებულება კი 42 %-ით დაეცა და ბიზნესმენმა  ჯამში 2 მილიონი დოლარი დაკარგა.

“forbs”-ის მონაცემებით, კარლოს სლიმი  2010, 2011 და 2012 წლის უმდიდრეს ადამიანად არის დასახელებული. მექსიკელი ბიზნესმენის  საკუთრებაშია კომპანიები Teléfonos de México, Altria Group  Telcel  და América Móvil, აგრეთვე ჰოლდინგი Grupo Carso, რომელიც ლათინური ამერიკის რამდენიმე მსხვილ კომპანიას აკონტროლებს.