თემურ გიორგაძის დაკითხვა დასრულდა

თემურ გიორგაძის დაკითხვა დასრულდა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძის დაკითხვა დასრულდა.

პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ, თემურ გიორგაძემ განაცხადა, რომ მისი დაკითხვა 26 მაისისი მოვლენებთან დაკავშირებით სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მუშაობას ეხებოდა.

„კითხვები იყო 26 მაისთან დაკავშირებით, როდესაც ჩვენს სამსახურთან შემოერთებული იყო სასწრაფო სამსახური. კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარებაში მუშაობდა ამ დღეს სასწრაფო დახმარება და რა ფუნქციებს ასრულებდა. პასუხები მაქსიმალურად გავეცი. მე რაც ვიცოდი, მაქსიმალურად მივაწოდე გამოძიებას ინფორმაცია,  გამოძიებასთან თანამშრომლობას შემდგომშიც ვაპირებ“,- განაცხადა  გიორგაძემ.

თემურ გიორგაძე აღნიშნავს იმასაც, რომ ამ ეტაპზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მეტის თქმის უფლება არ აქვს.