ირაკლი ალასანია: უკეთესი იქნებოდა, პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამჟღავნებულიყო

ირაკლი ალასანია: უკეთესი იქნებოდა, პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამჟღავნებულიყო

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, უკეთესი იქნებოდა, პრეზიდენტის ავღანეთში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გამჟღავნებულიყო. ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრობისას განუცხადა.

მინისტრმა უარყო, რომ აღნიშნული ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, თუმცა აღნიშნა, რომ სამინისტრო ვიზიტის დაგეგმარებაში მონაწილეობდა.

„როდესაც შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიემგზავრება ავღანეთში და ხვდება ჩვენს ჯარს, ეს მისასალმებელია. მასთან ერთად იქნება გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ძნელაძე. გენერალი კაპანაძე უკვე ერთი კვირაა ავღანეთში იმყოფება და მონაწილეობს ჩვენი დაკარგული მეომრის საძიებო სამუშაოებში. თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალ წელს უმაღლესი მთავარსარდალი, ერთ-ერთი ლიდერი ჯარის გვერდით იყოს. ბუნებრივია უკეთესი იქნებოდა, რომ საჯაროდ ეს ჯერ არ გამჟღავნებულიყო"- აღნიშნა ალასანიამ.

სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გუშინ გამოქვეყნდა განცხადება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილი ახალ წელს ავღანეთში, ქართველ ჯარისკაცებთან ერთად