დიდი ალბათობით ავღანეთში გაუჩინარებული ჩვენი კაპრალი ცოცხალია - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში სტუმრობისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, გაუჩინარებულ ქართველ კაპრალთან დაკავშირებით სიახლეები სამინისტროს ჯერ არ აქვს.
„იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რასაც ჩვენ ნატო-ს სარდლობა გვაწვდის, დიდი ალბათობით ჩვენი კაპრალი ცოცხალია. ჩვენ ყველას გვაქვს იმედი, რომ ეს ოპერაცია დასრულდება მშვიდობით და ის საკუთარ ქვედანაყოფს და ოჯახს დაუბრუნდება“ - აღნიშნა ალასანიამ.
მისივე თქმით, უკვე ერთი კვირაა, რაც ავღანეთში გაუჩინარებული ქართველი კაპრალის საძიებო სამუშაოებში მონაწილეობს საქართველოს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე ვახტანგ კაპანაძე.