პუტინი: უკრაინას თუ უნდა „საბაჟო კავშირში“ შემოსვლა, განცხადება დაწეროს

პუტინი: უკრაინას თუ უნდა „საბაჟო კავშირში“ შემოსვლა, განცხადება დაწეროს

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა ახლა რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ვერ ახერხებს საკუთარი პრობლემების გადაწყვეტას, მაგრამ თუ მათ „საბაჟო კავშირში“ შემოსვლა სურთ, განცხადება შემოიტანონ.

„ახლა უკრაინელი პარტნიორები ეძებენ გამოსავალს სიტუაციიდან, ისინი ისეთ ფორმებს ეძებენ „საბაჟო კავშირთან“ თანამშრომლობის, რომელიც მისაღები იქნება უკრაინისთვის, რომელიც დაფუძნებული იქნება ისეთ სამართლიან უფლებებზე, რომელიც ამ ინტეგრაციული გაერთიანების საფუძველშია ჩადებული“,-აცხადებს პუტინი.

13 დეკემბერს ვლადიმერ იანუკოვიჩმა გააკეთა განცხადება, რომ  უკრაინა ნელ-ნელა შუერთდება „საბაჟო კავშირს“.

უკრაინის პრეზიდენტის რუსეთში დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი  გადაიდო, თუმცა მიზეზები არ ხმაურდება.