ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ხელფასი 40% -ით  იზრდება

ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების ხელფასი 40% -ით იზრდება

თავდაცვის მინისტრის მრჩევლის, ვაკო ავალიანის განცხადებით, მომავალი წლიდან ავღანეთის საერთაშორისო მისიაში მონაწილე ქართველი სამხედრო მოსამსახურეების ხელფასი იზრდება. ვაკო ავალიანის თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ავღანეთში თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ვიზიტის შემდეგ მიიღო.

მისი განცხადებით, რიგითი მოსამსახურის ხელფასი 40%-ით გაიზრდება და 715 დოლარის ნაცვლად 1 001 დოლარი იქნება, კაპრალის ხელფასი 780 დოლარის ნაცვლად 1 040 დოლარი გახდება, უმცროსი სერჟანტები 845 დოლარის ნაცვლად 1 079 დოლარს მიიღებენ, სერჟანტები კი - 910 დოლარის ნაცვლად 1 118 დოლარს.

ასევე, იზრდება უფროსი სერჟანტების, ლეიტენანტების, უფროსი ლეიტენანტების, კაპიტნების, მაიორების, ვიცე-პოლკოვნიკების და პოლკოვნიკების ანაზღაურებაც.

„ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ავღანეთში მსახურობენ, ხელფასები პირველად ეზრდებათ. მათ მხოლოდ ერთხელ,  2011 წელს აიღეს პრემია, ერთ სამხედროზე საშუალოდ 365 ლარის ოდენობით,  მაშინ, როდესაც 2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს თავდაცვის სამინისტროში და გაერთიანებულ შტაბში ფულადი პრემიის სახით გაცემულია 41 164 000 ლარი“,- განაცხადა  ავალიანმა.