მამუკა გიორგაძე: პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, გამოცდილების მქონე ყველა პირს უნდა ჰქონდეს

მამუკა გიორგაძე: პროცესში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, გამოცდილების მქონე ყველა პირს უნდა ჰქონდეს

ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება უნდა იყოს საჯარო და მასში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა შესაბამისი გამოცდილების მქონე ყველა პირს შეეძლოს. ამის შესახებ დღეს For.ge-ს პრეს-კლუბში გამართულ ბრიფინგზე „სახალხო პარტიის" ლიდერმა მამუკა გიორგაძე განაცხადა.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში დამკვიდრდება საჯაროობის პრინციპი და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენა დაიწყება.

„ასეთ შემთხვევაში ჩვენ დავამთავრებთ შევარდნაძე-სააკაშვილის საბჭოურ-ბოლშევიკურ მართვის მეთოდს. გადაწყვეტილებების მიღების პროცესი იქნება ღია, საჯარო და არა დახურული. გვესმის, რომ „ქართულ ოცნებას“ მძიმე მემკვიდრეობა დახვდა, მაგრამ აუცილებელია ამ პრობლემის მოგვარებისთვის გადაწყვეტილებები გახდეს საჯარო. გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა კი ჰქონდეს ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აქვს ამის მონაცემი. ეს არ იქნებოდა საჭირო ჩვენ რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობდეთ, მაგრამ იქ, სადაც არაორდინალურად მოდიხარ ხელისუფლებაში, ასეთივე გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. საჭიროა მაქსიმალური საჯაროობაა და ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენა“ - განაცხადა მამუკა გიორგაძემ.

მისივე თქმით, ეს მანადე უნდა მოხდეს, სანამ ამა თუ იმ საკითხზე პოზიციების დაპირისპირება დაიწყება. მამუკა გიორგაძე მიიჩნევს, რომ ასეთი მიდგომა ქვეყანაში ჯანსაღ პოლიტიკურ პროცესებს დაამკვიდრებს.

„სანამ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გადაწყვეტილება იქნება მიღებული და სანამ პოზიციების დაპირისპირება დაიწყება, იქნებ მანამდე ყველა იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია ხედვა, ცოდნა და გამოცდილება, მიეცეს შესაძლებლობა, რომ საკითხების გადაწყვეტაში მიიღოს მონაწილეობა. ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამკვიდროთ ჯანსაღი პოლიტიკური ურთიერთობები საქართველოში და არა ძველი გზით