TANAP აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ხიდი როლს შეასრულებს

TANAP აღმოსავლეთს და დასავლეთს შორის ხიდი როლს შეასრულებს

თურქეთის აზრით, ტრანსანატოლიური გაზსადენი TANAP-ი  Nabucco-ს რეალიზაციას შეუწყობს ხელს.

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის თანერ ილდიზის განცხადებით, TANAP-ის ამოქმედება  ხელს შეუწყობს დასავლეთ ევროპის გაზით მომარაგებას, აგრეთვე ხელს შეუწყობს  Nabucco- West-ის 1300 კილომეტრიანი გაზსადენის მშენებლობის დაწყებას. ეს პროექტი თურქეთ-ბულგარეთის საზღვრიდან დაიწყება და ავსტრიის ბაუმგარტენამდე მიაღწევს.

ამ დროისთვის Nabucco-ს აქციონერები არიან  ავსტრიული OMV, უნგრულიFGSZ, ბულგარულიBulgargaz, რუმინულიTransgaz, თურქული Botas და გერმანული RWE.

TANAP -ის 20%-იან წილს თურქული კომპანიები  BOTAS და TPAO ფლობენ, SOCAR-ს კი 80%-იანი წილი ეკუთვნის.