კანდელაკი: ხელისუფლება ევროპულ ასპარეზზე სამარცხვინოდ ჩაიჭრა

კანდელაკი: ხელისუფლება ევროპულ ასპარეზზე სამარცხვინოდ ჩაიჭრა

„ქართული ოცნება“ „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ კანონპორექტის მომზადების გამო, ევროპულ ასპარეზზე სამარცხვინოდ ჩაიჭრა.

ამის შესახებ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა,  გიორგი კანდელაკმა განაცხადა.

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს - თუ რა არის სახელმწიფო ინტერესი.

„როცა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრობდით, ეს ევროპულ ასპარეზზე, თქვენი პარტიის პირველი გამოცდა იყო, რომლის ერთ ნაწილშიც თქვენ სამარცხვინოდ ჩაიჭერით, მაგრამ ჩვენ ეს სულაც არ გვიხარია, რადგან ზარალდება არა მხოლოდ თქვენი პარტია, არამედ ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები“,  - დასძინა კანონმდებელმა.