ზურაბ აბაშიძე: პრეზიდენტის სიძულვილის ენა სახიფათოა

ზურაბ აბაშიძე: პრეზიდენტის სიძულვილის ენა სახიფათოა

ხელისუფლების ინტერესებში ოპოზიციის განადგურება არ შედის და „ნაციონალური მოძრაობა“  მიხეილ სააკაშვილისგან, რაც უფრო მალე გათავისუფლდება, ეს ქვეყნისთვის უკეთესი იქნება.

ამის შესახებ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, პოლიტიკური დებატებისას, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროინდელი განცხადებების გამო, მკაცრად გააკრიტიკა.

„თქვენი ლიდერის სიძულვილის ენა სახიფათოა. პრეზიდენტი ამ ენას არამხოლოდ სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირების მიმართ იყენებს, არამედ ის შეურაცხყოფას იმ ხალხს აყენებს, ვინც მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა და ეს ხალხი დღეს უმრავლესობაშია. ჩვენს ინტერესებში თქვენგან განსხვავებით, ოპოზიციის განადგურება არ შედის. მართული ოპოზიცია თქვენ გყავდათ და ეს პერიოდი დამთავრდა.  ჩვენი ინტერესია იყოთ ჯანსაღი ოპოზიცია და არა მარგინალური. თუმცა,  თქვენი ლიდერისგან, რაც უფრო მალე გათავისუფლდებით, ეს მით უფრო კარგი იქნება ქვეყნისთვის“, - დასძინა აბაშიძემ.