თევდორაძე  თვითმართველობებში არსებულ ფაქტებზე სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს

თევდორაძე თვითმართველობებში არსებულ ფაქტებზე სამუშაო ჯგუფის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი თევდორაძე შერეული ჯგუფის შექმნას ითხოვს, რომელიც თვითმართველობებთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმუშავებს.

როგორც დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე, თევდორაძემ განაცხადა,  „ქართული ოცნების“ რამდენიმე აქტივისტმა ქედის გამგეობის პარალიზება მოახდინა და მათ მოქმედი გამგებლის გადადგომის ულტიმატუმი წამოაყენეს, წინააღმდეგ შემთხვევაში,  გაუგებარი მუქარები გააჟღერეს.

„ბევრი თქვენგანი იმ მოსაზრებას იზიარებს, რომ ეს ქვეყანას კარგს  არ უქადნის.  აქციის მონაწილემ თქვა, რომ გამგებელს მორალური უფლება არ აქვს, რომ გამგებელი იყოს, რადგან  ის  „ნაციონალური მოძრაობის“  საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იყოო. თუ ეს ლოგიკა თქვენთვის მისაღებია ე.ი  ამ დარბაზში, ჩვენი ყოფნაც ამორალურია. მოგიწოდებთ, შერეული ჯგუფი შეიქმნას და იქნებ საერთო ძალისხმევით, მეტი კონსტრუქციულობით, მარაზმის პერიოდი დავასრულოთ“, - დასძინა დეპუტატმა.