გაბაშვილი: წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაკითხვაზე დაბარებამ უკვე მძიმე, მაგრამ სასაცილო ფორმები მიიღო

გაბაშვილი: წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაკითხვაზე დაბარებამ უკვე მძიმე, მაგრამ სასაცილო ფორმები მიიღო

წინა ხელისუფლების წარმომადგენლების დაკითხვაზე დაბარებამ უკვე მძიმე, მაგრამ სასაცილო ფორმები მიიღო, რაც საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე ცუდად აისახება.

ამის შესახებ პარლამენტის დღევანდელ  რიგგარეშე  სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა,  გოკა გაბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკვე აბსოლუტურად უპრეცედენტოა ის, რომ დაკითხვებზე პარლამენტის წევრებს,  ყოფილ წევრებს იბარებენ და შეკითხვებს კანონქმედებებთან დაკავშირებით უსვამენ.

„კანონშემოქმედებასთან დაკავშირებით შეთქმულებების ძიება ყველანაირ ზღვარს სცდება. თუ ჩვენ ამ გზას დავადგებით, აღმოჩნდება, რომ შესაძლოა, შემდგომ ხელისუფლებას გარკვეულ კანონებთან დაკავშირებით ეჭვები გაუჩნდეს. თქვენი განწყობა ვიცი, რომ საგამოძიებო სამსახურების საქმიანობაში ვერ ჩაერევით, რასაც რა თქმა უნდა, აქვს თავისი ლოგიკა, მაგრამ მინდა, იცოდეთ, რომ პოლიტიკურად ეს მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ამ მიმართულებით ადამიანების დაბარება და დაკითხვა მეტყველებს, რომ პოლიტიკური დევნის კამპანიას კიდევ ერთი კომპონენტი, დეპუტატების დაბარება დაემატა, მათ შემოქმედებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება სურვილს, რომ უბრალოდ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ დაბარებული და დაკითხული და მეტი არაფერი და მათ მიმართ დევნა განხორციელდეს, ამან უკვე მძიმე, მაგრამ სასაცილო ფორმები მიიღო“, - დასძინა გაბაშვილმა.