ნოდარ ხადური: წლის ბოლოს,  საშემოსავლო გადასახადები უკან დაბრუნდება

ნოდარ ხადური: წლის ბოლოს, საშემოსავლო გადასახადები უკან დაბრუნდება

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, პირი, რომლის შემოსავალი წელიწადში 6000 ლარს არ აღემატება, მომდევნო წლის დასაწყისში სახელმწიფოსთვის გადახდილ საშემოსავლო გადასახადს, რომელიც ხელფასის 20%-ის ჩამოჭრას გულისხმობს, უკან დაიბრუნებს.

აღნიშნულის შესახებ, ნოდარ ხადურმა ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა „შალვა რამიშვილის დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, მთელი წლის განმავლობაში პირს ჩამოეჭრება საშემოსავლო გადასახადი, მომდევნო წლის დასაწყისში კი, ამ თანხას ერთიანად უკან დაიბრუნებს.

ხადურს მასწავლებლის ხელფასი მოჰყავს მაგალითად და ამბობს, რომ მათი ხელფასი 300 ლარია, შესაბამისად, სახელმწიფო მათ ყოველთვიურად აჭრის 60 ლარს.

2013 წელს ჩამოჭრილი საშემოსავლო გადასახადი კი მასწავლებელს 2014 წლის დასაწყისში მთლიანად, ამ შემთხვევაში 360, ლარი უკან დაუბრუნდება.

ხადური ამბობს, რომ ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში 170 მილიონი ლარია გამოყოფილი.