შობის მეორე დღეს ლონდონის მეტრო გაიფიცა

შობის მეორე დღეს ლონდონის მეტრო გაიფიცა

დღეს ლონდონის მეტრომ 24 საათიანი გაფიცვა გამოაცხადა. პროფკავშირ  Aslef-ის ინფორმაციით, მეტროს მემანქანეები სადღესასწაულო დღეებში გაორმაგებულ ანაზღაურებას ითხოვენ, რადგან სწორედ 26-შია ე.წ „საჩუქრების დღე“, გარდა ამისა, სწორედ დღეს და ხვალ არის ლონდონის მაღაზიებში ყველაზე დიდი საახალწლო ფასდაკლებები.

პროფკავშირების განცხადებით, პერსონალის 90%-ი მერამდენე წელია ამ მოთხოვნას აყენებს, თუმცა Transport for London-ი ჯიუტად აცხადებს, რომ ხელფასი მემანქანეთა ამ მოთხოვანს უკვე ითვალისწინებს.

Transport for London-ი ლონდონელებს ჰპირდება, რომ მათ გადაადგილებისას, პრობლემები არ შეექმნებათ, მუნუიციპალიტეტმა კი გაფიცვასთან დაკავშირებით, დამატებითი ავტობუსები გამოყო, თუმცა ამან ვერ უშველა დღეისთვის დაგეგმილი ბევრი ღონისძიებების ჩატარებას,  Arsenal და West Ham-ის საფეხბურთო მატჩი უკვე გადაიდო. უკმაყოფილებას გამოთქვამენ მაღაზიის გამყიდველები, რომლებიც შიშობენ, რომ კრიზის გამო, ისედაც შემცირებული გაყიდვები, დღეისთვის კიდევ უფრო შემცირდება.