ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

ბიძინა ივანიშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტ, ილჰამ ალიევს ხვდება.

პირისპირ შეხვედრის ამსახველი ფოტოები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სოციალურ ქსელ „facebook“ - ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგა არტურ რასიზადესთან, ვიზიტის დასასრულს კი პრემიერი ქართული და აზერბაიჯანული მედიის კითხვებსაც უპასუხებს.

ბაქოში საქართველოდან 7-კაციანი დელეგაცია გაემგზავრა, რომელშიც ბიძინა ივანიშვილის გარდა,  საგარეო საქმეთა, ენერგეტიკისა და ეკონომიკის მინისტრებ - მაია ფანჯიკიძე, კახა კალაძე და გიორგი კვირიკაშვილი, ასევე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კოტე სურგულაძე არიან.

არსებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განხილვის ერთ-ერთი თემა ბუნებრივი აირის ტარიფთან დაკავშირებული საკითხი იქნება.

საქართველოს მთავრობის დელეგაცია თბილისში ხვალ დაბრუნდება.