ალექსი პეტრიაშვილი ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს შეხვდება

ალექსი პეტრიაშვილი ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს შეხვდება

მთავრობის კანცელარიაში დღეს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს განახლებულ შემადგენლობასთან შეხვედრას გამართავს.

ამის შესახებ ინფორმაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ალექსი პეტრიაშვილი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის რანგში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭოს განახლებულ შემადგენლობას გუშინ პირველად შეხვდა. მრჩეველთა საბჭოს მუშაობაში არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების, მედიის წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები მონაწილეობენ.

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო 2005 წელს შეიქმნა. საზოგადოებასთან აქტიური დიალოგის მიზნით, შეხვედრები პერიოდულად იმართება, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პრიორიტეტული და აქტუალური საკითხები განიხილება.