ზურაბ ადეიშვილს ბრალს დღეს, წაუყენებენ

ზურაბ ადეიშვილს ბრალს დღეს, წაუყენებენ

დღეს, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს ციხის ინციდენტთან დაკავშირებით, ოფიციალურად ბრალს  წაუყენებენ.

მთავარი პროკურორის,  არჩილ კბილაშვილის განცხადებით, ციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით იუსტიციის ყოფილი მინისტრის ბრალეულობა იკვეთება.

მისივე თქმით, დადგენილება ადეიშვილის ბრალდების შესახებ, მომზადებულია და სასამართლოს დღეს წარედგინება.

„უბრალოდ, ძალიან ბევრი დაზარალებულია, თითოეულის გამოკითხვა და ჩვენებების მიღება ხდება, ამაზე ინტენსიურად და გულდასმით ვმუშაობთ“,- განაცხადა კბილაშვილმა.