ჩინეთში ოფიციალურად გაიხსნა მსოფლიოში ყველაზე გრძელი სწრაფმავალი რკინიგზა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქ პეკინს სამხრეთ პროვინციის კომერციულ ცენტრ გუანჩჟოუსთან დააკავშირებს.
პირველი სწრაფმავალი მატარებელი პეკინიდან დღეს დილით გავიდა. ისინი საათში საშუალოდ 300 კილომეტრი სიჩქარით იმოძრავებენ, გუანჩჟოუმდე 22 საათის მანძილს კი ისინი 10 საათში დაფარავენ.
ჩინელებმა რკინიგზის გახსნა მაო ძე დუნის დაბადების დღეს დაამთხვიეს.
ჩინეთის ხელისუფლების განცხადებით, ასეთი სახის რკინიგზა ქვეყნის ძლიერების და სიმდიდრის მაჩვენებელია, გარდა ამისა „ისინი მსოფლიში ტექნიკურად ყველაზე სრულყოფილნი არიან“,-აცხადებს ხელისუფლება.