საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით,  სამეურვეო საბჭომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის კანდიდატებზე გუშინ იმსჯელა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე გამოცხადდება.

სხდომა 20:00 საათზეა ჩანიშნული.

მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში სულ 143 კონკურსანტმა მიიღო მონაწილეობა, აქედან საბჭოს წევრებთან გასაუბრების შემდეგ მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა.

სამეურვეო საბჭო არხის გენერალურ დირექტორს სწორედ აღნიშნული 5 კანდიდატიდან შეარჩევს. ესენი არიან: ნათია აბრამია, გიორგი ბარათაშვილი, თინათინ რუხაძე, ნიკოლოზ მახარაშვილი და მეგი თავდუმაძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური დაახლოებით 2 კვირის წინ გახდა.

გია ჭანტურია საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგა.