ეგვიპტემ ახალი კონსტიტუცია მიიღო

ეგვიპტემ ახალი კონსტიტუცია მიიღო

მიუხედავად ეგვიპტის ოპოზციის და საკონსტიტუციო სასამართლოს დიდი წინააღმდეგობისა და მასობრივი საპროტესტო აქციებისა, ეგვიპტემ კონსტიტუციის ახალი კანონპროექტი მიიღო.

რეფერენდუმი ორ ეტაპად გაიმართა- 15 და 22 დეკემებერს. მასში მოსახლეობის 2/3 მიიღო მონაწილეობა და 68%-მა მხარი დაუჭირა მას.

ახალი რეფორმის მიხედვით, ეგვიპტეში ორ თვეში ახალი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს.

კონსტიტუციას მხარს უჭერს ეგვიპტის პრეზიდენტი მოჰამედ მურსი და პარტია „ძმები მუსლიმები“.

ეგვიპტის ოპოზიციამ რეფერენდუმის ჩატარებისას არსებულ დარღვევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის ახალი ტექსტი „ისლამისტების ხელითაა დაწერილი“.