თემურ გიორგაძე პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა

თემურ გიორგაძე პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა

თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადდა. ის პროკურატურაში ადვოკატის გარეშე  მივიდა.

როგორც გიორგაძემ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურაში დაკითხვის შესახებ შეტყობინება გუშინ,  გვიან ღამით მიუვიდა. მისი თქმით, დაკითხვა, სავარაუდოდ, 26 მაისის მოვლენებს ეხება.

„ჩემი ინფორმაციით, დაკითხვა ეხება 26 მაისის მოვლენებს. კერძოდ იმას, თუ როგორ მუშაობდა 26 მაისს სასწრაფო დახმარების სამსახური. მზად ვარ,  ვითანამშრომლო გამოძიებასთან და ყველა კითხვას შესაბამის პასუხს გავცემ" - განაცხადა თემურ გიორგაძემ.