ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე დროებითი მემორანდუმი გაფორმდა

ელექტროენერგიის ტარიფის შემცირებაზე დროებითი მემორანდუმი გაფორმდა

ელექტროენერგიის ტარიფები 3,5 თეთრით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ, ინფორმაციას   საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი, კახი კალაძე სოციალურ ქსელ  „facebook“-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

ინფორმაციის მიხედვით, სამინისტროსა და კომპანია „ინტერ-რაოს“- შორის დასრულებული მოლაპარაკებების შედეგად, კომპანიებთან „თელასი“ და „ენერგო-პრო“ დროებითი მემორანდუმები გაფორმდა.

მემორანდუმები გარდამავალია და ითვალისწინებს ყოველგვარი წინაპირობის გარეშე სამთვიან სამომხმარებლო ტარიფების 3.5 თეთრით შემცირებას მომხმარებელთა იმ კატეგორიისთვის, რომლებიც 0 დან 300 კვ. ელექტროენერგიას მოიხმარენ. აღნიშნული კატეგორია მომხმარებელთა 90%-ს მოიცავს.

ამ დრომდე არსებული ტარიფის მიხედვით, კომპანია „თელასის“ აბონენტებისთვის 0-დან 100 კვ-მდე მოხმარების შემთხვევაში 1კვ საათი ენერგიის ღირებულება 13.48 თეთრი იყო - გახდება 9,94 თეთრი. 101 –დან 300 კვ. მდე მოხმარების შემთხვევაში იყო 16.00 თეთრი - გახდება 12,46 თეთრი.

„ენერგო-პრო“  შემთხვევაში 0-დან 100 კვ-მდე იყო 12.98 თეთრი - გახდება 9,44 თეთრი. 101 –დან 300-მდე იყო 16.52 თეთრი - გახდება 12,98.