ნოდარ ხადური: მზად ვართ გავაგრძელოთ უალკოჰოლო სასმელების მარკირების კანონიერების შესწავლა

ნოდარ ხადური: მზად ვართ გავაგრძელოთ უალკოჰოლო სასმელების მარკირების კანონიერების შესწავლა

უალკოჰოლო სასმელების მარკირების საკითხი შესაძლოა, გადავადდეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყების წინ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.

მისი თქმით, ფინანსთა სამინისტრო მზადაა, წინა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება გადაავადოს.

„ამაზე ვმუშაობთ და მზად ვართ, რომ ეს საკითხი გადავავადოთ. ეს არის აპრილში მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა სამწუხაროდ, მაშინ ამის წინააღმდეგ არავინ გამოსულა. მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ საკითხის კანონიერების შესწავლა და შესაბამისი გადაწყვეტილება მივიღოთ. 1-ელ მარტამდე არანაირი რეაგირება არ იქნება" - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

2013 წლის 1-ელი იანვრიდან ძალაში უნდა შესულიყო გადაწყვეტილება უალკოჰოლო სასმელბის მარკირების შესახებ.