რიგგარეშე სესიის დანიშვნის თაობაზე,  წერილობითი მოთხოვნა  პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა

რიგგარეშე სესიის დანიშვნის თაობაზე, წერილობითი მოთხოვნა პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა

პარლამენტის რიგგარეშე სესიის დანიშვნის თაობაზე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა  პრეზიდენტს უკვე გაეგზავნა.

ვინაიდან, ინიცირებულ კანონპროექტების ბოლომდე მიღება ვერ მოესწრო, პარლამენტი პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომების ჩატარების უფლებას სთხოვს.

რიგგარეშე სესიების დღის წესრიგს ბიურო ხვალ განსაზღვრავს, რომელიც 15:00 საათისთვის არის დანიშნული. სესიები კი, სავარაუდოდ, 26, 27, 28 დეკემბერს გაიმართება.

ამასთან, სპიკერი არ იმას გამორიცხავს, რომ რიგგარეშე სესია იანვრშიც გაიმართოს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის საშემოდგომო სესია ოფიციალურად 21 დეკემბერს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე დაიხურება.