რამაზ საყვარელიძე: სასიამოვნო ფაქტია, რომ პრემიერმა ოპოზიციასთან პოლიტიკურ დუელს დიდი ყურადღება არ დაუთმო

რამაზ საყვარელიძე: სასიამოვნო ფაქტია, რომ პრემიერმა ოპოზიციასთან პოლიტიკურ დუელს დიდი ყურადღება არ დაუთმო

პოლიტოლოგი, რამაზ საყვარელიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტებთან შეხვედრას დადებითად აფასებს.

როგორც საყვარელიძე from.ge-სთან საუბარში აცხადებს,  ბოლო წლებში, ხელისუფლების მხრიდან, ასეთი უშუალო კონტაქტით განებივრებულნი არ ვიყავით და აღნიშნავს, რომ პრესკონფერენციის ფაქტი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი და სასურველია.

პოლიტოლოგის თქმით, ქვეყნის პრემიერს არცერთი კითხვისთვის თავი არ აურიდებია და აღნიშნა, რომ სასიამოვნო ფაქტია, რომ პრემიერმა ოპოზიციასთან პოლიტიკურ დუელს დიდი ყურადღება არ დაუთმო.

ასევე მისი თქმით,  ძალიან დახვეწილად წარმოჩინდა ჟურნალისტური მხარეც.

 „პრესკონფერენციის მთლიან კლიმატს რაც შეეხება,  ძლივს ვნახეთ პრესკონფერენცია, რომლის წარმართვისა და მცდელობის სტილი ევროპულ სტანდარტებში ჯდება.  მათ სიმშიდოთა და კონსტრუქტიულობით არ ჩამოუვარდებათ. ძალიან კარგად გამოიყურადებოდა ჟურნალისტური მხარე, იყო  დახვეწილი კონკრეტული კითხვები, რაც ჟურნალისტებს ყოველთვის არ ახასიათებს ხოლმე.  

რაც შეეხება მოპასუხეს,  ივანიშვილს არცერთი კითხვისთის თავი არ აურიდებია და რიგ კითხვებზე, რიმლებზედაც პასუხი ჯერ მზად არ ჰქონდა, თქვა, რომ არ ვარ მზად პასუხისთვისო. მას ასეთი სტილი სჩვევია.

საინტერესო იყო ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე დაკონკრეტება, რადგან ამ თემაზე ბევრი ვერსია გაჩნდა. ასევე საინტერსო იყო, ახალ ბიუჯეტზე  და სხვადასხვა  პერსპექტივებზე მსჯელობა, მაგრამ ვისურვებდი, ახალ ბიუჯეტზე ინფორმაცია  კიდევ უფრო ფართე იყოს.  ხაზგასმით აღსანიშნავი ფაქტია, რომ ივანიშვილმა პრაქტიკულად, დადებითად შეაფასა ყველა მისი თანაგუნდელის მუშაობა განვლილ პერიოდში.  გულში რას ფიქრობს არ ვიცით, მაგრამ ფაქტია, რომ მან  ეს პოზიცია დაიკავა.

სასიამოვნო ფაქტი იყო,  რომ პრემიერმა ოპოზიციასთან პოლიტიკურ დუელს დიდი ყურადღება არ დაუთმო და მგონი, სწორედ ესაა მკვეთრი პასუხი ოპოზიის მისამართით“, - განაცხადა საყვარელიძემ.