ინდოეთში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მასობრივი აქციები დაიწყო

ინდოეთში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ მასობრივი აქციები დაიწყო

ინდოეთში რამდენიმე დღეა მასობრივი აქციები მიმდინარეობს, მიტინგის მონაწილენი პროტესტს გამოთქვამენ ქვეყანაში გამეფებული იმ ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც ქალების მიმართ გამოიყენება.

ნიუ-დელიში ათასობით დემონსტრატმა, მიუხედავად პოლიციის წინააღმდეგობის, შეძლო კორდონების გარღევევა და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შეღწევა. ადგილობრივმა სამართლადამცავებმა მიტინგის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა.

ნიუ-დელის ეროვნული ოლქის მთავარი მინისტრი შეილა დიკშიტი ქალაქის მოსახლოებასთან გავიდა და განუცხადა, რომ დამნაშავენი აუცილებლად დაისჯებიან.

„სანამ რაიმე კონკრეტულ გადაწყვეტილებას მივიღებთ, ქუჩებში სიმშვიდე უნდა დაბრუნდეს“,-განაცხადა მინისტრმა.

რამდენიმე დღის წინ ქალაქის სამგზავრო ავტობუსში ექვსი მამაკაცი თავს დაესხა სტუდენტ გოგონას და მის მეგობარ ბიჭს, გოგონა პირდაპირ ავტობუსში გააუპატიურეს, შემდეგ ის და მისი მეგობარი სასტიკად სცემეს და ავტობუსიდან  პირდაპირ გზატკეცილზე გადაყარეს. მათი მდგომარეობა კრიტიკულია, ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.ამ ფაქტმა მოსახლეობაში დიდი პროტესტი გამოიწვია, ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობას შეჰპირდა, რომ რამდენიმე შტატში კანონო გამკაცრდება და  სექსუალური ძალადობის შემთხვევაში, დამნაშავე სიკვდილით დაიჯება.