ასადის ავიათვითმფრინავების დაბომბვის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ასადის ავიათვითმფრინავების დაბომბვის შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

სირიის ჰამას პროვინციის ქალაქ ჰალფაიაში, ასადის ავიაციის მიერ პურის საცხობის დაბომბვისას,  ათობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

Reuters-ის ინფორმაციით, დაღუპულთა ზუსტი რიცხვი ამ დრომდე უცნობია, რადგან რიგში ასობით ადამიანი იდგა. 

ოპოზიციის ინფორმაციით, დაღუპულია 90-დე ადამიანი, ბევრია მძიმედ დაჭრილი, ამიტომ მათი რიცხვი შეიძლება გაიზარდოს კიდეც.

„ახლა ზუსტად ვერ გეტყვით, რამდენი ადამიანია დაღუპული. საცხობთან რომ მივედით, უამრავი ადამიანი ეგდო საცხობის გარშემო. რამდენიმე დღეა ქალაქში ფქვილი არ შემოუტანიათ, ამიტომაც საცხობთან ბევრი ადამიანი მივიდა, მათ შორის ქალები და ბავშვები“,-აცხადებს სააგენტოსთან საუბრისას ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი სამერ ალ-ხმაუი.