ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობას არ აპირებს

ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობას არ აპირებს

პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს საქართველოს პრეზიდენტობის სურვილი არ აქვს.

როგორც მან დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პოლიტიკაში დიდხანს დარჩენასა და თანამდებობის შეცვლას იგი არ აპირებს.

„პრეზიდენტობას არ ვაპირებ. საერთოდ, თანამდებობის შეცვლას, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ. როგორც ადრე განვაცხადე, იქ ვიქნები, სადაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება. მაგრამ მე არ ვარ ტიპიური პოლიტიკოსი, რომელიც კარიერის ცვლილებებსა და პოლიტიკაში დიდხანს დარჩენას აპირებს. შესაბამისად, არ მაქვს ეს სურვილი" - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.