ივანიშვილი: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე არჩევნებზე მართლაც წამოვა, პროცესები უფრო სწრაფად ჩაწყნარდება

ივანიშვილი: თუ „ნაციონალური მოძრაობა“ რიგგარეშე არჩევნებზე მართლაც წამოვა, პროცესები უფრო სწრაფად ჩაწყნარდება

„ნაციონალური მოძრაობა" მომავალ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებზე „წამომსვლელი არ არის" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თუ ეს განხორციელდება, რამდენადაც ამის ინიციატორი თავად არის, მზადაა პირადი ხარჯები გაიღოს.

„შემიძლია დავისაჯო პირადი ხარჯებითაც, რისი საშუალებაც მე მაქვს. მაგრამ მე გარწმუნებთ ერთს, არ მოხდება ეს. არ არიან ისინი წამომსვლელები. ეს არის ბლეფი. მათ არ აქვთ არავითარი თამაში, გაკოტრებულები არიან და ცდილობენ ერთმანეთი გაამაგრონ, ერთმანეთს აიმედებენ. ამას საქართველოს მოსახლეობა ალბათ, სერიოზულად ვერ ღებულობს, მაგრამ ჩემი პასუხი არის ადეკვატური. თუ მართლა ასე გინდათ, აბა გამოდით. ხომ გვემუქრებიან, რომ, აი, მოვალთ და მოვბრუნდებითო. მობრუნდნენ და თუ მართლაც წამოვლენ, ძალიან კარგი იქნება, რადგან პროცესები ჩაწყნარდება უფრო სწრაფად. შეიძლება ის შედეგები, რასაც მივიღებთ, კიდეც ღირდეს იმ ხარჯებად, რასაც გავწევთ"-განაცხადა ივანიშვილმა.