მთავრობა მიგრაციის შესახებ კანონზე მუშაობს

მთავრობა მიგრაციის შესახებ კანონზე მუშაობს

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ხელისუფლება მიგრაციის შესახებ კანონზე მუშაობს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, როგორც ყველა ნორმალურ ქვეყანაში, საქართველოშიც უნდა იყოს მიგრაციის შესახებ კანონმდებლობა და ამ კანონს უნდა ექვემდებარებოდეს ნებისმიერი პირის ქმედება, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე.

„ჩვენ ვაჩქარებთ და ჩემი დავალებით ვღებულობთ მიგრაციის კანონს. საქართველო როგორც ქვეყანა, ყველასთვის სასურველი უნდა იყოს. ყველას უნდა მოესვლებოდეს. ყველას უნდა ჰქონდეს საშუალება აქ ბიზნესი გააკეთონ" - აღნიშნა ივანიშვილმა.