ივანიშვილი: ძალიან რთულია პირველ წელიწადს ეკონომიკური ზრდა იგრძნო

ივანიშვილი: ძალიან რთულია პირველ წელიწადს ეკონომიკური ზრდა იგრძნო

ეკონომიკური კუთხით პირველი წელიწადი ჩავთვალოთ მოსამზადებელად, მეორე იქნება - საგრძნობი, მესამე - კარგი, მეოთხე კი - ძალიან კარგი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, პირველ წელს ეს იქნება ძალიან რთული, მეორე წელიწადი უკვე საგრძნობლად უკეთესი იქნება. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას საკუთარ ჯიბეზე და საკუთარ ოჯახზე იგრძნობს, მეოთხე წლიწადი კი იქნება ძალიან კარგი. ეს არჩევნების პერიოდი, რომელიც 4-წლიანია და რომელშიც ჩვენ გავიმარჯვეთ და ჩვენს დაპირებებს მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევასრულოთ. პირველი წელიწადი, რომ ეკონომიკური ზრდა იგრძნო, ძალიან რთულია, თუმცაღა ძალიან ბევრი საინტერესო პროცესი შეიძლება განვითარდეს. უხეშად რომ ვთქვათ, პირველი წელიწადი ჩავთვალოთ მოსამზადებელად, თუმცაღა პირველსავე წელიწადს ეკონომიკაში გარკვეული მგრძნობელობა შეიძლება იყოს. მეორე წელიწადი იქნება – საგრძნობი, მესამე – კარგი, მეოთხე კი – ძალიან კარგი. პირობითად ასე ვიტყოდი მე" - განაცხადა ივანიშვილმა.