ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის პოლიციის სამმართველოებს ეწვია

ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის პოლიციის სამმართველოებს ეწვია

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მთავარ სამმართველოსა და დედაქალაქის 5 სხვადასხვა რაიონის პოლიციის სამმართველოს ეწვია.

ირაკლი ღარიბაშვილმა შსს -ს თბილისის მთავარი სამმართველოს შენობაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების მემორიალი მოინახულა და მათ პატივი მიაგო.

მინისტრი შინაგან საქმეთა გლდანი-ნაძალადევის, დიდუბე-ჩუღურეთის, ძველი თბილისის, ვაკე-საბურთალოსა და ისანი-სამგორის სამმართველოებშიც იმყოფებოდა. ის პირადად გაეცნო იქ მომუშავე პოლიციელებს.

ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის პოლიციის თანამშრომლების მუშაობა დადებითად შეაფასა.