ივანიშვილი: თვითმმართველობებში შტატები ძალიან გაბერილია

ივანიშვილი: თვითმმართველობებში შტატები ძალიან გაბერილია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თვითმმართველ ორგანოებში შტატები გაბერილია.

„მე მგონია, რომ ძალიან გაბერილია შტატები და ის ტრანსფერი, რაც მუნიციპალიტეტებზე ნაწილდება, ხელფასებზე მიდის და რეგიონების განვითარებას ვერ ხმარდება, თუმცა შემცირებები დაგეგმილი არ გვაქვს და ამ ეტაპზე ამას ვერც მოვახერხებთ, რადგან ბერკეტებიც არ გაგვაჩნია" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

მისივე განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების პროგრამა პირადად მისთვის, ყველაზე საინტერესო პროექტია.

„ამაზე ვგეგმავ ჩემი ოცნების განხორციელებას, რომ ქართული საზოგადოება გადაიქცეს ევროპის განვითარებული ქვეყნების მსგავს საზოგადოებად, რომელსაც ეცოდინება, როგორ აირჩიოს და შემდეგ როგორ აკონტროლოს" - აღნიშნა პრემიერმა.

რაც შეეხება გამგებლების გახშირებულ შეცვლას, ივანიშვილის თქმით, ეს ნორმალურია პროცესია და ამას მთავრობა ხელოვნურად არც აჩქარებს და არც ანელებს.

„ჩვენ ამაში არ ვერევით, ეს ნორმალური პროცესია" - აღნიშნა მან.